თაკო ჩარკვიანი: ვინ დაიჯერებს, რომ მაკლერი ფალავანდიშვილი იცავს მართლმადიდებლობას?

“ვინ დაიჯერებს, რომ მაკლერი გურამ ფალავანდიშვილი, რომელსაც ვიღაც დაბნეული ხელზე კოცნის, არის დამცველი მართლმადიდებლობის და მე, თამარ ჩარკვიანი ვარ მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფოსთვის დასავლური ინტერესები და ღირებულებები მინდა?”, – ასე პასუხობს პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტის კითხვას დღეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“ქართული სახელმწიფოებრიობა ამ წამს მიტაცებულია, არაფერ შუაში თემი არ არის. ვიღაც მღვდელი გამოდის, ყვირის, რომელიც მართლმადიდებლობას შეურაცხყოფს, მე ასეთ მართლმადიდებლობას არ ვიცნობ, ფანტასტიკური მოძღვრები მყავს. ესეც მავნებლობაა, რომ ჩაკლან მართლმადიდებლობა საქართველოში. ვინ დაიჯერებს, რომ მაკლერი გურამ ფალავანდიშვილი, რომელსაც ვიღაც დაბნეული ხელზე კოცნის, არის დამცველი მართლამდიდებლობის და მე თამარ ჩარკვიანი ვარ მართლამდიდებლობის მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფოსთვის დასავლური ინტერესები და ღირებულებები მინდა?”, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილი “ღირსების მარში” “თბილის პრაიდმა” დროებით გადადო. მიზეზად კი უკონტროლო, აგრესიული ჯგუფების მიერ თბილისის ქუჩებში დღეს მოწყობილი არეულობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები