ლუქსემბურგის პრემიერი ევროკავშირის სამიტზე კორონავირუსით დაინფიცირდა – ხავიერ ბეტელი ჰოსპიტალიზებულია

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ქსავიე ბეთელი კორონავირუსის დიაგნოზით არის ჰოსპიტალიზებული.

სამეფოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერი ვირუსით ევროკავშირის სამიტზე 24-25 ივნისს დაინფიცირდა.

აღინიშნება, რომ პრემიერი საავადმყოფოში 24 საათით მოათავსეს, დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით.

ბეტელმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი ერთი კვირის წინ მიიღო, ბრიუსელის სამიტიდან 48 საათით ნაკლებ დროში. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის სამიტზე ბეტელი ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები