ვახტანგ გომელაური: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელ ხალხს, კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელ ხალხს, კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა და პარტნიორობა.

განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკის მთავრობას ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც მათი მხარდაჭერით, დაფინანსებით და ჩართულობით განუხორციელებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამერიკას ვუსურვებ მშვიდობას, სიძლიერეს, წინსვლას და კეთილდღეობას!”,- აცხადებს გომელაური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები