ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს.