შალვა პაპუაშვილი: თუ ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს მოსამართლეთა შერჩევაში, ეს მათი მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იქნება

“თუ ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს მოსამართლეთა შერჩევაში, ეს მათი მხრიდან იქნება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და გამწესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამოცანაა, რაც საქართველოს პარლამენტს აქვს.

„ოპოზიციას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობა მიეღოთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და გამწესება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამოცანა, რაც აქვს საქართველოს პარლამენტსა და მის წევრებს. ამის არშესრულება არის სწორედ შეთანხმების დარღვევა, ამიტომ, თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მოსამართლეთა შერჩევაში, ეს იქნება მათი მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები