ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 850 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან კი ქვეყანაში 4 003 ათასი ლეტალური შემთხვევაა დათვლილი.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ბოლო მონაცემით, გასული წლის მარტიდან, როდესაც ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემია დაიწყო, 30,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა; 29,5 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა; ამჟამად კი 509,6 ათასი ადამიანი მკურნალობს.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 340 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა აცრა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 24% -მა.

აქედან 61,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ანუ მოსახლეობის თითქმის 5%-მა პრეპარატის ორივე დოზა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები