AstraZeneca-ს Pfizer-თან ან Moderna-სთან შერევა გაცილებით ეფექტურია – გერმანელი მეცნიერების ახალი რეკომენდაცია

 

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედმა კომისიამ (Stiko) განაახლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციები და ამიერიდან მათ, ვინც პირველი დოზის სახით AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო, მეორე – mRNA ტექნოლოგიით დამზადებული პრეპარატი უნდა მიიღოს, ანუ Pfizer-ი ან Moderna.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

Stiko-ს რეკომენდაციით, რომელიც რობერტ კოხის ინსტიტუტის ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს, Pfizer-ის ან Moderna-ს მეორე დოზის შეყვანას, სულ მცირე, ოთხი კვირის ინტერვალით ურჩევს.

ექსპერტები ამ რეკომენდაციას განმარტავენ იმით, რომ იმუნური რეაქცია ვაქცინების შერევის შემდეგ – ვექტორული ვაქცინის პირველი დოზა და მეორე mRNA – გაცილებით უკეთესია, ვიდრე – AstraZeneca- ს ორი დოზის მიღების შემდეგ.

ამასთან, ორი სხვადასხვა პრეპარატით უკვე აიცრა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. მას მეორე დოზის სახით “მოდერნა” შეუყვანეს.

ანალოგიური კვლევა გამოქვეყნდა ასევე დიდ ბრიტანეთში, სადაც განმარტეს, რომ სხვადასხვა ვაქცინების არევა კარგ დაცვას უზრუნველყოფს.

თუმცა, ევროპის წამლების სააგენტოში განაცხადეს, რომ, ჯერჯერობით, არ არიან მზად, გასცენ რეკომენდაცია ორი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები