დღეს, კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე 30-მდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. 25-ვე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი დილის 08:00 საათზე ერთდროულად დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, პირველ ივლისს დაიწყო.