პანდემიის გამო, უეფა-მ უკრაინა-ინგლისის მატჩზე ბილეთების გაყიდვა შეაჩერა

ევროპული საფეხბურთო კავშირების ასოციაციამ(UEFA) ყველა ის ბილეთი გაყინა, რომელიც ევრო2020-ის მეოთხედფინალისთვის იყო გაყიდული. საუბარია ინგლისი-უკრაინას მატჩზე, რომელიც 3 ივლისს რომში ჩატარდება.

აღნიშნული ნაბიჯი იტალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წინადადების შესაბამისად იქნა მიღებული და მიმართულია იმისკენ, რომ იტალიაში ინგლისის ქომაგების ჩასვლის პრევენცია მოხდეს.

ბილეთების ყიდვა ბრიტანელებს 28 ივნისიდან შეეძლოთ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედი პროტოკოლი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან იქნა მიღებული ყველა იმ პირისთვის, ვინც იტალიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავა, კერძოდ, ხუთდღიანი კარანტინის გავლა.

ასევე, იტალიის შესაბამისი უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინიდან ჩასულ ქომაგებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ და მისი დასრულების შემდეგ – კოვიდ 19-ზე ტესტის ჩაბარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები