დოდონი: დასავლეთს მოლდოვის პარლამენტში ანტირუსული უმრავლესობა სჭირდება

მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი და პოლიტიკური ბლოკის – “კომუნისტები და სოციალისტები” თანათავმჯდომარე, იგორ დოდონი აცხადებს, რომ დასავლეთის ამოცანაა, რესპუბლიკაში პარლამენტში ანტირუსული უმრავლესობა მოვიდეს, რომელიც გეოპოლიტიკურ ინსტრუქციებს მიჰყვება.

ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა.

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს ჩატარდება, რომელშიც 22 პარტია და ბლოკი, ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებენ მონაწილეობას.

რუსეთში უკვე გაკეთდა ტრადიციული განცხადება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის არჩევნებში ჩარევას აშშ და ევროკავშირი ცდილობენ. ამასთანავე, მოლდოვის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში განაცხადეს, რომ არჩევნების ორგანიზებაში სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებისგან საჩივარი არ მიუღიათ.

დოდონის თქმით, “დასავლეთი უკმაყოფილოა იმით, რომ მოლდოვა არ ჯდება ზოგად რეგიონულ დღის წესრიგში და ზოგადი რეგიონული დღის წესრიგი ანტირუსულია. მოლდოვაში არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის ამოცანა, რომელიც მკაცრად დაიცავს დასავლეთის მითითებებს რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში”.

მისი მტკიცებით, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთი “ახალ რეგიონულ კონფლიქტში ჩაითრიოს”.

”როგორ იქნება ეს – დეკლარაციები ან ანტირუსულ სანქციებს შეუერთდებიან ან უარესი, დნესტრისპირეთში გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობენ, რა ფორმით იქნება ეს – ვნახავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ყველა ფრონტზე გავლენ”, – აღნიშნა დოდონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები