ლევან დავითაშვილი – „იმ შემთხვევაში, თუ გავაორმაგებთ ინვესტიციებს, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი აგროსასურსათო სექტორიდან 3 მილიარდი დოლარის ექსპორტი იქნება“
„იმ შემთხვევაში, თუ გავაორმაგებთ ინვესტიციებს, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი აგროსასურსათო სექტორიდან 3 მილიარდი დოლარის ექსპორტი იქნება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა
„აბსოლუტურად რეალურია, რომ ქვეყანამ აგროსასურსათო სექტორიდან 3 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღოს. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, 300-დან 400 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის იმპორტჩანაცვლება მოახდინოს, რის შედეგადაც, სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ზრდის გაჩერება და, საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკაში ნეტო ექსპორტი აგროსასურსათო სექტორიდან 2030 წლისთვის 2 მილიარდი დოლარი იქნება. ეს არის დამატებითი შემოსავლები კომპანიებისთვის, ბიზნესისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.