ლევან დავითაშვილი – „მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი“
„მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ყველაფრისთვის საჭიროა ინვესტიციები. სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს პრემიერმინისტრმაც ისაუბრა, რომ უპრეცედენტოდ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი იქნება 3 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, თავის მხრივ, მოახდენს 4 მილიარდი ლარის მობილიზებას. შემდეგი 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციის სახით, მხოლოდ ძირითად საშუალებებში მიმართული იქნება 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური მიზნები იქნას მიღწეული.
ჩვენ გვექნება სისტემური პროექტები საკრედიტო რესურსებზე წვდომის კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა.