ზელენსკი პუტინს სარკაზმით პასუხობს: რუსი ერი რომ ვიყოთ, დუმის თავზე უკრაინის დროშა იფრიალებდა

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან თქვა რომ რუსი და უკრაინელი ხალხი, ერთი ერია, უკრაინაში კი, საგარეო მმართველობაა.

ასევე პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყანა არ არის.

გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ “ნამდვილად არ ვართ ერთი ერი”.

“ერთი ერი რომ ვიყოთ, მაშინ მოსკოვში, სავარაუდოდ, მიმოქცევაში გრივნა იქნებოდა და დუმის თავზე ყვითელ-ლურჯი დროშა იფრიალებდა”, – თქვა მან.

ამასთან, უკრაინის პირველი პირი დაეთანხმა კოლეგას, რომ ორ ქვეყანას საერთო ისტორია აქვს, ”ისტორიის საერთო მეხსიერება, მეზობლობა, ნათესავობა, ფაშიზმზე საერთო გამარჯვება და საერთო ტრაგედიები” და, შესაძლოა ”რაღაცა საერთო გვექნება მომავალში, თუ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული ჩვენი ქვეყნების ტოტალური დანაწევრება”.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთში განსხვავებული ხალხი ცხოვრობს, ქვეყნებს საერთო მიზანი უნდა ჰქონდეთ და მაგალითები მოიყვანა:
“დონბასში ომის დასრულება, უკრაინის ტერიტორიის დაბრუნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები