ნიდერლანდებში გამანადგურებელი ავიაბაზაზე შენობას შეეჯახა, არიან დაშავებულები

ნიდერლანდებში გამანადგურებელი F-16 ავიაბაზა ლეუვარდენში შენობას შეეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაციას NOS-ი ავრცელებს.

პილოტმა კატაპულტირება შეძლო, თუმცა, ის ტრავმირებულია. ასევე, დაშავებულია შენობაში მყოფი ადამიანი.

ჯერჯერობით, უცნობია მათი დაზიანების ხარისხი.

ექსტრემალურმა სამსახურებმა რეაგირება უმოკლეს დროში შეძლეს და თვითმფრინავის აფეთქების არიდება მოხერხდა.

ლეუვარდენი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა ჰოლანდიური ფ-16-სთვის ოპერატიულ ბაზას. ავარიაში მოხვედრილი საჰარო ჰომალდის შეცვლა F-35- ით ისედაც იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები