შალვა პაპუაშვილი: ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი იტყუება, თამარ ჟვანიამ თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა

“ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი იტყუება, თამარ ჟვანიამ თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ 2020 წლის არჩევნებს არანაირი სისტემური ხარვეზი არ ჰქონია და რაიმე მანიპულაცია არ ყოფილა.

„ტყუილია და ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება. ამ შემთხვევაში, ალბათ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სურდათ. ალბათ, არ დააკვირდა მთლიანად ამ პროცესში, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ უპირველეს ყოვლისა გამოიჩინა დიდი სიმხნევე, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლისა და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი. დადასტურდა, რომ ამ არჩევნებს არანაირი სისტემური ხარვეზი არ ჰქონია და რაიმე მანიპულაცია არ ყოფილა. მან ასევე საგამოძიებო კომისიასაც მისცა ახსნა-განმარტებები და საბოლოო ჯამში ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მთლიანი კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავად იყო ყალბი. ვფიქრობ, თამარ ჟვანიამ ამ კუთხით თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა იმ კუთხით, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერც 2020 წლის არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები