Sea Breeze-ის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო სწავლება გამართა

რუსეთის სამხედრო ფლოტმა შავ ზღვაში ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარე სწავლების – Sea Breeze-ის ფონზე, სამხედრო საბრძოლო სწავლება გამართა.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდებმა – “ორსკმა” და “სარატოვმა” საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, შავ ზღვაში მიმდინარეობს საერთაშორისო სამხედრო სწავლება – Sea Breeze, რომლის თანაორგანიზატორები არიან აშშ და უკრაინა.

მანევრებში სულ 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები