ჰანს კლუგე: სოციალური შეზღუდვების მოხსნის გამო, ევროპაში ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანლის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ჯანმო-ს​ევროპული ბიურო ორი თვის განმავლობაში აკვირდებოდა კორონავირუისთ ინფიცირებულთა რიცხვის კლებას, თუმცა, ეს პერიოდი დასრულდა.

ამის შესახებ მან კოპენჰაგენში ბრიფინგზე განაცხადა.

“გასულ კვირას ინფიცირებულთა რაოდენობა 10% -ით გაიზარდა, კომუნიკაციის გაფართოების, მოგზაურობების, შეკრებებისა და სოციალური შეზღუდვების შესუსტების გამო და ეს ხდება სწრაფად ცვალებადი ვითარების დროს, როდესაც ვრცელდება ახალი და შემაშფოთებელი ვარიანტი, “დელტა”-ს შტამი, თანაც რეგიონში, სადაც, უდიდესი მცდელობების მიუხედავად, მილიონობით ადამიანი რჩება ვაქცინაციის გარეშე,” – თქვა მან.

მისი თქმით, “დელტა” შტამი მნიშვნელოვნად უსწრებს “ალფას” და უკვე იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების ზრდას.

“აგვისტოსთვის ევროპაში დომინანტი იქნება “დელტა”, თუმცა, აგვისტოსთვის რეგიონი მთლიანად ვაქცინირებული ვერ იქნება, რადგან მოსახლეობის 63% ჯერ კიდევ ელოდება პრეპარატის პირველ დოზას. ამავე დროს, აგვისტოში რეგიონი ისევ იქნება თავისუფალი შეზღუდვებისგან, იქნება მოგზაურობა და შეკრებები”, – განმარტა კლუგემ.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს წესები და აუცილებლად გაიაროს ვაქცინაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები