უკრაინაში ნატო-ს სამხედრო ბაზების განთავსებას არ გამორიცხავენ

ნატო-ში შესვლის ან თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი შეთანხმებების გაფორმების შემთხვევაში, უკრაინას შეეძლება ალიანსის სამხედრო ბაზების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სახალხო დეპუტატმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ “უკრაინა 24″-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი ნებართვა, პირველ ყოვლისა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს.

ვენისლავსკის თქმით, უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე ვლადიმერ პუტინის მხრიდან ემუქრება, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიევის მხარდაჭერა კი რუსეთს აღიზიანებს.

”ვფიქრობ, ბრალდებები უკრაინის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომ უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება დაუშვებელია, ” ბოროტებისგან მოდის”. იგივე ბატონ პუტინს მინდა, შევახსენო –  მაგალითად, ლიეტუვის კონსტიტუციაში იყო მსგავსი ფორმულირება, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება აკრძალულია. მაგრამ ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ეს დებულება და თქვა, რომ ეს არ ეხება მოკავშირეების ბაზებს”, – თქვა სახალხო დეპუტატმა.

მისი თქმით, ასეთი ვარიანტი უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები