სი ძინპინი: თავს გავუტეხავთ ყველას, ვინც ჩინეთის დაპყრობას შეეცდება
ჩინეთის ლიდერი აცხადებს, რომ ყველა გარე ძალას “გაუტეხავს თავს”, ვინც ჩინეთის დაპყრობას შეეცდება.
მისი თქმით, ჩინელი ხალხი მხარს უჭერს სამართლიანობას და არ ეშინია ძალადობის, მათ არასოდეს დაუმცირებიათ ან დაუპყრიათ სხვა ერები.
”ამავე დროს, ჩინელი ხალხისთვის მიუღებელია გარე ძალების მიერ მისი ჩაგვრა, დაპყრობა და აბუჩად აგდება. ვინც ამას ეცდება, ჩინელი ხალხის ხორცისა და სისხლის რკინის კედელს შეეჯახება, რომლის რაოდენობაა 1,4 მილიარდი და თავს გაიხეთქავს”, – თქვა მან ჩინეთის კომუნისტური პარტიის 1-წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
სი ძინპინგმა დასძინა, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნების გამოცდილებას გადმოიღებს, მაგრამ არ შეეგუება “ამპარტავნულ სწავლებებს”.
მისივე თქმით, დადგა ახალი ერა, როდესაც მსოფლიო სახელმწიფოები ვეღარ შეძლებენ, ჩინეთს არათანაბარი შეთანხმებები მოახვიონ თავს, ჩინეთის ერი ფეხზე წამოდგა და არავის მისცემს უფლებას, მისი ბედი განკარგოს.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმითვე, ქვეყნის ხელისუფლებამ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ ძალად უნდა აქციოს.
მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ჩინეთის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობასა და მოდერნიზაციას.