ფლორიდაში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 და 4 წლის ბავშვები არიან

ფლორიდაში საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდეა გაზრდილი, მაშველებმა ბოლო 24 საათში ნანგრევებიდან კიდევ 6 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც მაიამის ოლქის მერმა, დანიელა ლევინ-კავამ განაცხადა, 147 ადამიანი ისევ დაკარგულად მიიჩნევა. მისი ინფორმაციით, დაღუპულ 18 ადამიანს შორის ორი ბავშვია – 10 და 4 წლისები.

დღეს ტრაგედიის ადგილზე აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი და პირველი ლედი – ჯილ ბაიდენი მივლენ.

მაიამიში სახლი 24 ივნისს ჩამოინგრა. მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები