Reuters: ევროკავშირი 11 ქვეყნის მოქალაქეებს თავის საზღვრებს გაუხსნის

ევროკავშირი 11 ქვეყნის მოქალაქეებს თავის საზღვრებს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი შესვლა შეეძლებათ, შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ყატარი და საუდის არაბეთი.

ცნობისთვის, 19 მაისს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თავიანთ ტერიტორიაზე სრულად ვაქცინირებული ტურისტები დაუშვან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები