პუტინი: კორონავირუსს დუმის ოთხი დეპუტატი შეეწირა, წევრთა მეოთხედი კი დაავადდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმა სათანადო დონეზე მუშაობდა მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მძვინვარებდა.

მისი თქმით, დეპუტატები სხდომათა დარბაზში დადიოდნენ და მუშაობდნენ, თუმცა, ვირუსს ოთხი მათგანი შეეწირა, მეოთხედმა კი კოვიდინფექცია გადაიტანა.

ამის შესახებ მან ხალხთან “პირდაპირი ხაზის” დროს თქვა.

“სახელმწიფო სათათბიროს, დაახლოებით, 25% -ს ჰქონდა კორონავირუსი, ოთხი გარდაიცვალა. ხალხი მოდიოდა და ასრულებდა საკუთარ მოვალეობას და ვფიქრობ, რომ ისინი პატივისცემას იმსახურებენ და მადლობის სიტყვები მხოლოდ ჩემგან არ უნდა ისმოდეს, არამედ – ამომრჩევლისგანაც, რომლებიც მოვლენ საარჩევნო უბნებზე სექტემბერში ხმის მისაცემად”, – თქვა პუტინმა პირდაპირი ხაზის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები