“შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ” – პუტინმა მემკვიდრეზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დადგება დრო, როდესაც უმაღლეს თანამდებობაზე კანდიდატის დასახელებას შეძლებს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას “მაინც ხალხი იღებს”.

ამის შესახებ მან ხალხთან “პირდაპირი ხაზის” დროს თქვა.

“ჩემი პასუხისმგებლობაა, რეკომენდაციები მივცე იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ასე ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. არცერთი გამონაკლისი არ ვიცი. რა თქმა უნდა, მოვა დრო და მე იმედია, შევძლებ, ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ესა თუ ის ადამიანი არის ღირსეული, რათა გაუძღვეს ისეთ ქვეყანას, როგორიც არის ჩვენი სამშობლო რუსეთი”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები