შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანი არჩევნები“ როგორც თამარ ჟვანიას, ასევე საზოგადოებას უმალავდა, რომ მათი შედეგები იყო მცდარი და თამარ ჟვანია ამის გამო იყო პირდაპირი მუქარისა და წნეხის ქვეშ
„სამართლიანი არჩევნები“ როგორც თამარ ჟვანიას, ასევე საზოგადოებას უმალავდა, რომ მათი შედეგები იყო მცდარი და თამარ ჟვანია ამის გამო იყო პირდაპირი მუქარისა და წნეხის ქვეშ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჟვანიამ ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელიც წაყენებული იყო თამარ ჟვანიას მიმართ.
„როგორც ჩანს, ის ელოდებოდა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მთავარია ერთი რამ – პროცესი, რომელიც არჩევნების შემდეგ იყო, არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელიც წაყენებული იყო თამარ ჟვანიას მიმართ. მთავარი ბრალდება იყო პარალელური დათვლის შედეგების აცდენა ცესკო-სთან და ვნახეთ, რომ ეს შედეგები იყო ტყუილი. ვნახეთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“, როგორც თამარ ჟვანიას, ასევე საზოგადოებას უმალავდა, რომ მათი შედეგები იყო მცდარი და თამარ ჟვანია ამის გამო იყო პირდაპირი მუქარისა და წნეხის ქვეშ. საგამოძიებო კომისია დასკვნით ეტაპზე გადადის და რაც მოვისმინეთ, ადასტურებს იმას, რომ არანაირი სისტემური ხარვეზი არ ყოფილა, იყო ცალკეული ხარვეზები, რაც აიხსნება იმით, რომ რთული პანდემიური სიტუაცია იყო, ქვეყანა იმყოფებოდა კოვიდპანდემიის მეორე ტალღის პიკზე და ადამიანური ფატტორებით იყო გამოწვეული ბევრი ხარვეზი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა.