ავსტრალიაში კარანტინზე ქალაქი ჩაკეტეს

 

ავსტრალიის უდიდესი ქალაქი ალის სპრინგსი 72-საათიან კარანტინშია, ტანამის ოქროს მაღაროში მაღაროელთა შორის კორონავირუსის გავრცელების გამო.

ამის შესახებ ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის მთავრობის მეთაურმა, მაიკლ განერმა განაცხადა.

კარანტინი დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან შედის ძალაში.

“ეს ასევე შეეხება რეგიონის ყველა დასახლებულ პუნქტსა და აბორიგენულ თემებს. საკარანტინე რაიონების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ალის სპრინგში საკვების, პირველადი აუცილებლობის საქონლისა და მედიკამენტების შესაძენად ჩავიდნენ”, – თქვა განერმა და დასძინა, რომ ქალაქში შესვლა და გასვლა გაკონტროლდება.

მისი ინფორმაციით, მკაცრი კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტანამის ოქროს მაღაროს ერთ-ერთ თანამშრომელს “დელტას” შტამი გამოუვლინდა. მამაკაცმა რამდენიმე დღე გაატარა სამსახურში, შემდეგ კი ალის სპრინგსიდან ადელაიდაში გადაფრინდა, სადაც ექიმებმა მისი დიაგნოზი დაადასტურეს.

ჩრდილოეთ ტერიტორიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ინფიცირებულთა კონტაქტი შესაძლოა, 900-მდე ადამიანს ჰქონოდა.

ეპიდემიის დაწყებიდან ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 30,6 ათასი შემთხვევა გამოავლინეს; ვირუსი 29 349 პირმა დაამარცხა; 910 ემსხვერპლა.

22 თებერვლიდან ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. 29 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსისგან 7,5 მილიონზე მეტი ავსტრალიელია აცრილი, რაც მოსახლეობის თითქმის 30%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები