თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიხსნა
29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
კინოფესტივალი 29 ივნისს კინოთეატრ „ამირანში“ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმით „ნუცა” გაიხსნა.
ხანგრძლივობა: 25 წუთი; გამოშვების წელი: 1971
ფილმის დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი; სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი; დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე მღებრიშვილი; დამდგმელი მხატვარი: ამირ კაკაბაძე; ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი.
მონაწილეობენ: მარი (მარინა) ჯანაშია, რამაზ ჩხიკვაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მ. გოგიტაური, გურამ საღარაძე (მღვდელი).
კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ბატონი ალექსანდრეს შვილებს, ნინო და რატი რეხვიაშვილებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე – დიდ მადლობას უხდის ალეკო დათებაშვილს – ფილმის მოწოდებისთვის.
ფესტივალი ხორციელდება: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, Goethe-Institut Georgien-ის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.