,,მოდი ვილაპარაკოთ” – ანა კომლაძის საავტორო ლექსები
1 ივლისს, 20:00 საათზე, სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის ექსპერიმენტულ თეატრში ანა კომლაძის პოეზიის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპერიმენტული თეატრი აგრძელებს ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერას და ლიტერატურული საღამოს ფარგლებში, „საქართველოს ქალთა საბჭოს” ორგანიზებით, წარმოადგენს ღონისძიებას – „მოდი, ვილაპარაკოთ”.

ასე ჰქვია პოეზიის საღამოს, რომელსაც ანა კომლაძე საავტორო ლექსებით წარმოადგენს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლის, ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლისა და სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
პოეზია, როგორც ურთიერთობის ფორმა, კომუნიკაციის შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას ინტერაქტიულობისთვის. ასე რომ – „მოდი ვილაპარაკოთ”.