რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 90%-ს ვირუსის ინდური ვარიანტი გამოუვლინდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 90%-ის შემთხვევაში ვირუსის ინდური ვარიანტი ფიქსირდება.

ამის შესახებ გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, იმუნიზაცია გაიარონ იმ მოქალაქეებმაც, რომლებმაც დაავადება უკვე გადაიტანეს, რათა სისხლში ანტისხეულების მაღალი რაოდენობა ჰქონდეთ და ვირუსი ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას წააწყდეს, რომლებიც მის განეიტრალებას შეძლებენ.

”ეს არის ინდური შტამის თავისებურება, რომელიც, როგორც ახლა ცნობილია, რუსეთში შემთხვევების 90% -ს შეადგენს”, – თქვა გინსბურგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები