რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, პანდემიის გავრცელებიდან პირველად, კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 652 პაციენტი ემსხვერპლა.მანამდე, ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირებული იყო 2020 წლის 24 დეკემბერს. ამ დღეს დაავადებას 635 პაციენტი შეეწირა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში 20 616-ია გამოვლენილი.

მოსკოვში 6 209 შემთხვევა და 121 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა.

ასევე, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია გამოვლენილი მოსკოვის ოლქში 2 453, სანქტ პეტერბურგში – 1 374, სადაც 119 გარდაცვალებაა, რაც ასევე ქალაქისთვის პანდმემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები