ბრაზილიაში დაკავების სპეცოპერაციისას სერიული მკვლელი მოკლეს
ბრაზილიის პოლიციამ დაკავების ოპერაციის დროს სერიული მკვლელი მოკლა, რომელსაც 20 დღის განმავლობაში ეძებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Globonews-ი ავრცელებს.
საუბარია 32 წლის ბრაზილიელ ლესარუ ბარბოსზე, რომელმაც ივნისის დასაწყისში 4-კაციანი ოჯახი მოკლა.
გოიას შტატის გუბერნატორმა, რონალდუ კაიადუმ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სპეოპერაციაში 270 პოლიციელი იყო ჩართული, ძალოვანებს მის დაკავებაში ყოფილი ცოლი და სიდედრი ეხმარებოდნენ.