ირაკლი კობახიძე: პრემიერმა ძალიან კარგად შეახსენა პოლიტიკურ ოპონენტებს ის წარსული დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი
“პრემიერმა ძალიან კარგად შეახსენა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ის წარსული დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
კობახიძეს დღესაც საინტერესო დისკუსიის მოლოდინი აქვს.
„ძალიან საინტერესო იყო პარასკევი დღე, როცა პრემიერმა ისაუბრა სამომავლო განვითარების ხედვებზე და, მათ შორის, გვქონდა საუბრები პოლიტიკურ რეალობაზე და შეახსენა ძალიან კარგად ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ის წარსული დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. ეს იყო ძალიან საინტერესო გადახვევა იმ საუბრებიდან, რაც ჰქონდა პრემიერს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. დღესაც ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელშიც ჩაერთვება როგორც ოპოზიცია, ასევე – უმრავლესობა”, – განაცხადა კობახიძემ.