შვედეთის პრემიერმა თანამდებობა დატოვა – არჩევნები არ ჩატარდება

შვედეთის პრემიერმინისტრმა, შტეფან ლევენმა თანამდებობა დატოვა, შესაბამისად, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები აღარ ჩატარდება.

ინფორმაციას Radio Sweden ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევენმა პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს ახალი მთავრობის ფორმირება სთხოვა.

21 ივნისს შვედეთის პარლამენტმა, პირველად, პრემიერმინისტრს უნდობლობა გამოუცხადა.

ლევენს ჰქონდა ერთი კვირა იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თუ თანამდებობის დატოვების შესახებ.

მანამდე, ქვეყნის “მემარცხენე პარტიაში” განაცხადეს, რომ მთავრობის მიმართ ნდობა მას მერე დაკარგა, რაც საიჯარო ბაზრის შეცვლაზე უარი ითქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები