ბრიტანეთის კუნძულებთან ცხედრებით სავსე ნავი აღმოაჩინეს

ბრიტანეთის დასავლეთ-ინდოეთის კუნძულებთან ნავი აღმოაჩინეს, რომელშიც 20 ცხედარია.

ინფორმაციას გაზეთი Turks and Caicos Sun-ი ავრცელებს.

მცირე ზომის ნავი გრანდ-ტერკის სანაპიროსთან მეთევზემ დააფიქსირა, რომელმაც პოლიციაში დარეკა.

ნავში აღმოჩენილი ცხედრები დაშლის პროცესში იყო.

პოლიციის წარმომადგენელმა, ტაკარა ბაინმა განაცხადა, რომ ადამიანების გარდაცვალების მიზეზები ჯერ უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, საუბარი შეიძლება, მიდიოდეს ძალადობრივ სიკვდილზე.

სამართალდამცველები გარდაცვლილთა ვინაობასა და სიკვდილის მიზეზების დადგენას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები