დღეიდან, შავ ზღვაში უკრაინისა და ნატო-ს მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება

შავ ზღვაში დღეს 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება – Sea Breeze 2021 იწყება, რომელშიც 30-ზე მეტი სახელმწიფო, 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 32 გემი, 40 თვითმფრინავი, 18 სპეცდანიშნულების ჯგუფი და მყვინთავთა ჯგუფი იქნება ჩართული.

ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა ავრცელებს.

სწავლება ორგანიზებულია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და აშშ-ის მეექვსე ოპერატიული ფლოტის მიერ.

Sea Breeze 2021-ის დროს სხვადასხვა საბრძოლო სცენარი შემუშავდება, მათ შორის, სადესანტო ხომალდების შეჯახება, სახმელეთო მანევრები, მყვინთავების ოპერაციები, საზღვაო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვა, სპეცოპერაციების დროს ურთიერთქმედება, წყალქვეშა აქტივობა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

სწავლებაში ნატო-ს მეორე მუდმივი საზღვაო ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები