ეკატერინე ტოგონიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

28 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანის – „შინ-შენ“ – წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას ავტორთან ერთად გაუძღვება მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი.
„მე შენ კარგად გხედავ” – ეს სიტყვები ეკატრინე ტოგონიძის ახალი რომანის მთავარი გზავნილია და აფხაზურად ნიშნავს – „მე შენ მიყვარხარ”.
წიგნი ომის ტრამვებზე, პატიებასა და სიყვარულზეა. იგი ყოფითი პრობლემებით დაღდასმული ახალგაზრდა მსახიობი ქალის, ნიას შესახებ მოგვითხრობს. მიწისძვრა მთავარი გმირის სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევას უქადის. ნიას ერთადერთი ხსნა საოცნებო კინოროლია, რომლის მიღებაც მის უფერულ და ტკივილით სავსე ცხოვრებას ახალი ენერგიით ავსებს. გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები