დავით ხიდაშელის გამოფენა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება

ღვინის ბარ  „შინ•აურაში“ დავით ხიდაშელის გამოფენა მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დავით ხიდაშელი დაიბადა 1962 წელს.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, დიმა ერისთავის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ განათლება ილუსტრაციის განხრით მიიღო, მას ყოველთვის იზიდავდა რესტავრაციაზე მუშაობა. ამის შესაძლებლობა მას მიეცა ბეთანიაში, სადაც რესტავრირების ჯგუფთან ერთად იმუშავა. იქვე შეისწავლა ხატწერაც და წლების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა საეკლესიო კედლის მხატვრობაზე. პარალელურად ის ქმნიდა თავის ფერწერულ ნამუშევრებს, რომელთა უახლესი კოლექციის ნაწილი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე.
მისი ნახატების უმეტესობა შესრულებულია კვერცხის ტემპერით, გამოირჩვეა თემატიკის მრავალფეროვნებითა და ნატიფი ტექნიკით.
მისამართი: ნუცუბიძის №189.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები