ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად 10 იახტა ჩაიძირა (ვიდეო)

ჰონგ-კონგის ნავსადგურში ძლიერი ხანძარი იყო.

ცეცხლმა 16 გემი მოიცვა, მათგან 10 ჩაიძირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ხანძარი გამთენიისას დაიწყო, რომლის ჩასაქრობადაც მეხანძრეებს 6-საათზე მეტი დასჭირდათ.

„ხმები ისმოდა როგორ ფეთქდებოდა საწვავის ავზები, როდესაც კვამლი ამოდიოდა ჰაერში, მთლიან ნავსადგურს და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ფარავდა“,- წერს გამოცემა.

მეხანძრეებმა 35 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები