მაიამიში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

აშშ-ში, მაიამი-დეიდის რეგიონში მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 160-ზე მეტი ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სამძებრო სამუშაოები, რომელიც 2 დღეზე მეტია მიმდინარეობს ახლაც გრძელდება. მაშველები იმედს იტოვებენ, რომ ნანგრევებიდან ცოცხალ ადამიანებს ამოიყვანენ.

ამავდროულად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფლორიდაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად საკუთარი სამხედროები გააგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები