ბაიდენი: მიუხედავად ჯარის გამოყვანისა, ავღანეთის მხარდაჭერა მაინც არ წყდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღან კოლეგას, აშრაფ განის ქვეყნიდან ჯარის გამოყვანის მიუხედავად მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში განისთან შეხვედრაზე განაცხადა:

„პარტნიორობა აშშ-ისა და ავღანეთს შორის არ დასრულებულა. ჩვენი სამხედრო ნაწილი კი ტოვებს ავღანეთს, მაგრამ მისი მხარდაჭერა მაინც არ შეწყდება“.

ამავდროულად ამერიკის პრეზიდენტმა ცალსახად ანიშნა განის, რომ გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად აშშ-ის მიერ სამხედროების გამოყვანის ვადები არ შეიცვლება.

„ავღანმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა მართოს, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და გადაწყვიტონ თუ რა სურთ“,- განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები