ლონდონს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა (ვიდეო)

ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა, რომელმაც ნგრევა გამოიწვია. სტიქია არ ყოფილა ხანგრძლივი, მაგრამ ადგილობრივებს დიდი ზიანი მიაყენა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ლონდონის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ტორნადომ ბარკინგის რამდენიმე ქუჩას გადაუარა პარასკევს 19:20 საათზე. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, დაანგრია ღობეები და კედლები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ 19:15 საათზე უეცარი ძლიერი ქარი ამოვარდა. დამანგრეველ ქარს ღობეები, ნაგავი და სხავდასხვა ნამტვრევები მიჰქონდა და წრეზე ატრიალებდა.

„ნაგავი და პოლიეთილენის პარკები ტრიალებდნენ როგორც ტორნადო. ეს საშიში იყო, ტორნადოს რომ მძიმე ნივთების აწევა შეუძლია. შოკში ვიყავი – ვფიქრობდი სახლს დაანგრევდა“,- აღწერს მომხდარს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქიის ჩაწყნარების შემდეგ გარეთ გამოსულ მოსახლეობას ქუჩაში დაზიანებული მანქანები, სახლის ჩამსხრეული ფანჯრები და ახდილი სახურავები დახვდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები