Microsoft-მა რუსი ჰაკერები მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულა

კომპანია Microsoft-ში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა დაჯგუფება Nobelium, რომელსაც რუსეთს უკავშირებენ, კოპანიის მომხმარებლებს თავს დაესხა 36 ქვეყანაში, ასევე გატეხა Microsoft-ის კლიენტთან მხარდაჭერის მოწყობილობები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია Microsoft-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„Microsoft-ის უსაფრთხოების ცენტრმა ჰაკერული დაჯგუფება Nobelium-ს ახალი აქტივობები დააფიქსირა. ჩვენ დავაფიქსირეთ პაროლების გაფრქვევა და ასევე მათი გადარჩევა“,- განაცხადეს კომპანიაში.

Microsoft-ის განცხადებით, ჰაკერების მიზენი კონკრეტული მომხმარებლები იყვნენ, მათ შორის IT-კომპანიები (57%), სახელმწიფო დაწესებულებები (20%), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ანალიტიკური ცენტრები და საფინანსო სერვისები. აქტივობა ძირითადად შეინიშნებოდა აშშ-ში (45%), დიდ ბრიტანეთში (10%), გერმანიაში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები