კოლუმბიაში პრეზიდენტის ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

კოლუმბიაში უცნობმა პირებმა ვერტმფრენს, რომელშიც სახელმწიფოს პრეზიდენტი, ივან დუკე იმყოფებოდა ცეცხლი გაუხსნეს. ტელეარხ Noticias Caracol-ის ცნობით, პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები არ დაშავებულან.

„ვერტმფრენი, რომლითაც პრეზიდენტი ივან დუკე გადაადგილდებოდა, თავდასხმის მიზანი გახდა, როდესაც სარდინატას მუნიციპალიტეტს ტოვებდა. ვერტმფრენის მიმართულებით სულ მცირე ექვსი გასროლა განხორციელდა. პილოტესი და ეკიპაჟის კვალიფიცურობის შედეგად ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა“,- ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დეპარტამენტის გუბერნატორი და კუკუტის მერი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები