მაიამიში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა

ფლორიდაში მრავალსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 159-მდეა გაზრდილი, 4 ადამიანი დაღუპულია.

ამის შესახებ მაიამი-დეიდის ოლქის ხელმძღანელმა, დანიელა ლივაინ კავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია 120 ადამიანის შესახებ, რომელთანაც ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ბედი უცნობია, 159-მდე გაიზარდა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, დადასტურებულია ოთხი ადამიანის გარდაცვალება.

მანამდე 99 დაკარგულისა და ერთი დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მაიამიში შენობა 24 ივნისს ჩამოინგრა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ფედერალურ მთავრობას დახმარებას გაუწევენ.

ნანგრევებიდან 53 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, მათგან 25 თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენებს დახმარება დასჭირდა.

რა გახდა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

დანიელა-ლივაინ კავამ ივარაუდა, რომ საუბარი შეიძლება, მიდიოდეს შენობის ”სტრუქტურულ პრობლემებზე”, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები