ბრიუსელი გეგმავს 2030 წლიდან დიზელზე, ხოლო 2035 წლიდან ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას
ქალაქ ბრიუსელის მთავრობა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და რეგიონული კლიმატის მიზნების მიღწევისთვის, 2030 წლიდან დიზელზე, ხოლო 2035 წლიდან ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს.
ამის შესახებ Politico წერს.
ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2018 წელს შექმნილმა, დაბალი გამონაბოლქვის ზონამ ხელი შეუწყო ტრანსპორტისგან აზოტის დიოქსიდის 11% -ით შემცირებას.
თუმცა, ქალაქის მერიაში აღნიშნავენ, რომ, “სამწუხაროდ, ამ გაუმჯობესების მიუხედავად, ბრიუსელის მაცხოვრებელთა უმრავლესობა კვლავ ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურება აჭარბებს ჯანმო-ს მიერ დაშვებულ ზღვარს. ეს დაბინძურება, ძირითადად, საგზაო ტრანსპორტს უკავშირდება”.
აკრძალვის შენარჩუნებისას, რომელიც ასევე მოიცავს სკუტერებსა და მოტოციკლებსაც, ბრიუსელში განაცხადეს, რომ მიჰყვებიან ისეთი ქალაქების მაგალითს, როგორიცაა ამსტერდამი, პარიზი, ლონდონი და ოსლო.
ქალაქში იგეგმება ”შორს მიმავალი ზომების” მიღება, მათ შორის, 1 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის ჩადება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ელექტრომობილებზე გადასვლის ხელშესაწყობად, ბრიუსელის მთავრობა ასევე მიზნად ისახავს 2035 წლისთვის 22,000 საჯაროდ ხელმისაწვდომი დამუხტვის პუნქტის ქსელის შექმნას.