დანიაში გამდინარე წყლის მილებს კორონავირუსის არსებობაზე შეამოწმებენ

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ეპიდემიის შესახებ” კანონში ცვლილებას, რომლის საშუალებითაც ხელისუფლებას შეეძლება ჩამდინარე წყლების კონტროლი კორონავირუსის არსებობაზე.

ამის შესახებ The Local-ი წერს.

პირველი ივლისიდან დანიის ინფექციური დაავადებების სააგენტო, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი, დაიწყებენ ჩამდინარე წყლების მონიტორინგს, როგორც იმ ოლქების გამოვლენის ეფექტური მეთოდს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

აპრილში SSI-ში განაცხადეს, რომ ექსპერიმენტმა, რომლის მიხედვით ბორნჰოლმის კუნძულზე ყოველდღიურად ჩამდინარე წყლების ნიმუშებს აგროვებდნენ და ამოწმებდნენ, აჩვენა, რომ მეთოდი, რომელსაც გამოიყენებენ ბრიტანეთში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში, არის სასარგებლო ინსტრუმენტი რეგიონებში ინფექციის დონის შესაფასებლად.

”7 ლოკაციიდან იყო აღებული არაუმეტეს 200 ნიმუშისა, მათგან 11%-ში COVID-19 გამოვლინდა”, – აღნიშნეს ინფექციური დაავადებების სააგენტოში.

ასევე, ხაზი გაესვა, რომ სწორედ იმ პერიოდსა და იმ ადგილებში, საიდანაც აღებული იყო წყლის ნიმუშები, მოსახლეობაში ინფიცირების ზრდა შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები