რუსეთი სუდანში სამხედრო ბაზის აშენებას აპირებს, რესპუბლიკაში კი ხელშეკრულების გადახედვა სურთ

რუსეთი სუდანში სამხედრო ბაზას ააშენებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა და პრეზიდენტს რატიფიკაციისთვის წარუდგენს “შეთანხმებას სუდანში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის” შესახებ.

საუბარია წითელ ზღვაში რუსეთის ფლოტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე.

მოსკოვმა და ხარტუმმა ხელშეკრულებას ხელი 2020 წელს მოაწერეს. მისი პირობების თანახმად, აფრიკის რესპუბლიკა რუსეთის საზღვაო სადგურისთვის ტერიტორიას გამოყოფს, რომელზეც განთავსდება არაუმეტეს ოთხი გემი, მათ შორის, ბირთვული ელექტროსადგურის მქონე.

პირველ ივნისს სუდანში განაცხადეს, რომ სურთ ხელშეკრულების გადახედვა.

სუდანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, მუჰამედ უსმან ალ-ჰუსეინმა გაიხსენა, რომ შეთანხმებები დადებული იყო სუდანის ყოფილ მთავრობასა და რუსეთს შორის.

სამხედრო დიპლომატების ლიგის ვიცეპრეზიდენტმა, ვლადიმერ ვინოკუროვმა ჩათვალა, რომ ასეთი განცხადება შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის შესაძლო შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები