შალვა პაპუაშვილი: „მთავარმა არხმა“ და ,,ფორმულამ” წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი
„უკვე ჩანს, რომ ,,მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი არჩევნებია და არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს.
„რაც შეეხება „იფსოსის“ და „ედისონ რისერჩის“ კვლევებს, უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ასე რომ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამას ვხედავდით წინა არჩევნების დროსაც, მე მგონი, ამაზე უარეს შედეგებს წინასწარმეტყველებდა მაშინ „მთავარი არხიც“ და „ფორმულაც“ . ეს არის ამ ორი ტელეკომპანიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ერთერთი ინსტრუმენტი. მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.