ისრაელში დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი ბრუნდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელი დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმს უბრუნდება.

ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამონაკლისს წარმოადგენენ 7 წლამდე ბავშვები, ასევე, შესაძლებელია პირბადის გარეშე ყოფნა ვარჯიშის დროს.

მიმდინარე კვირას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან “დელტას” შტამის ფართოდ გავრცელების ფონზე და აღნიშნა, რომ ეს ჯერ არ არის მოთხოვნა, არამედ თხოვნაა.

გარდა ამისა, ისრაელმა ტურისტების საზღვრის გახსნა ერთი თვით გადაავადა. ვიზიტორებს პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები