ჯანმო: “დელტა” შტამი ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე – კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი

“მსოფლიოში კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი შეიძლება, დომინანტური გახდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვიმინატანმა.

მისი თქმით, კოვიდ19-ის ეს ვერსია უკვე მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

”ის მინიმუმ ორჯერ გადამდებია, ვიდრე – ორიგინალი ვირუსი SARS-CoV-2”, – დაწერა სვიმინატანმა Twitter- ის გვერდზე.

მეცნიერმა აღნიშნა, რომ ასეთი შტამის მქონე პაციენტს შეუძლია, დააინფიციროს ორი, ოთხი, ექვსი და რვა ადამიანიც კი. მისი თქმით, ამ მიზეზით დაავადებები უფრო გავრცელებულია მთელს ოჯახში.

”მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ მსოფლიოში ვაქცინების უმეტესობა ეფექტურია, თუნდაც, მძიმე დაავადების თავიდან ასაცილებლად”, – თქვა ჯანმო-ს ექსპერტმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის მნიშვნელობის მიუხედავად, ადამიანებმა უნდა განაგრძონ ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია.

ჯანმო-ს ცნობით, კორონავირუსის ინდური ვარიანტი (B.1.617) 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ გამოიკვეთა მისი სამი ქვესახეობა: B.1.617.1; B.1.617.2 (“დელტა”) და B.1.617.3.

ისინი განსხვავდებიან ცილის რამდენიმე მუტაციით. თუმცა, მეცნიერებში ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს “დელტას” შტამი (B.1.617.2), რომელიც აგრძელებს მუტაციას და ბოლო დროს ცნობილი ხდება “დელტა-პლუს”-ის შესახებაც (B.1.617.2.1).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები