შალვა პაპუაშვილი: პრემიერი არის ჩვენი გუნდის ნაწილი და მას აქვს მხარდაჭერა, რომელსაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსჯელობაში გაიძლიერებს
“პრემიერი არის ჩვენი გუნდის ნაწილი და მას აქვს მხარდაჭერა, რომელსაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსჯელობაში გაიძლიერებს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტში საგნობრივი მსჯელობა იქნება და არა – სცენების მოწყობა და პოზირება.
„პრემიერის მოხსენებას მოვისმენთ და გვექნება კითხვები. პრემიერი არის ჩვენი გუნდის ნაწილი და მას აქვს მხარდაჭერა, რომელსაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსჯელობაში გაიძლიერებს.
კარგი ტესტი იქნება, ყველა უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია. პარლამენტში ცხრა საარჩევნო სუბიექტია წარმოდგენილი, რაც სრულ შესაძლებლობას იძლევა დემოკრატიული მსჯელობის და იმედი მაქვს, ასე გამოიყენებს და იქნება საგნობრივი მსჯელობა და არა – სცენების მოწყობა და პოზირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს.